მარკირების პრობლემა N1 დაბა ადიგენის უბანზე

ადიგენში, N1 დაბა ადიგენის უბანზე რამდენიმე შემთხვევაში ამომრჩევლისთვის მარკირების შემოწმება დაავიწყდათ და კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი უკან გამოაბრუნეს შესამოწმებლად. 

ჩოხატაურში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია

ჩოხატაურში, რომელიც #60 მაჟორიტარულ ოლქში შედის ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია.

ქუთაისის 27–საარჩვენო უბანზე პირველი ამომრჩველი უკვე მივიდა

ქუთაისში, 27-ე საარჩევნო უბანზე პირველმა ამომრჩეველმა ხმა 08:14 საათზე მისცა.

დარღვევა N12 სოფელ უდეს უბანზე

ადიგენში, N12 სოფელ უდეს საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებმა პირველი დარღვევა დააფიქსირეს. რამდენიმე ამომრჩეველს შემოხაზული ბიულეტენი კაბინის გარეთ გამოჰქონდა და სახალხოდ კეცავდა. 

დღეს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება

დღეს, 30 ოქტომბერს, პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება. არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში იმართება, აქედან 18 ოლქი თბილისშია, 32 კი რეგიონებში

აჭარაში მეორე ტური მხოლოდ ანზორ ბოლქვაძეს არ სჭირდება

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე მხოლოდ ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა გადალახა 50%-იანი ბარიერი. ცესკოს წინასწარი მონაცემებით 73-ე მაჟორიტარულ ოლქში [ქედა, შუახევი, ხულო] „ქართული ოცნების“კანდიდატმაანზორ ბოლქვაძემ ხმების 51,77% მიიღო. მონაცემები დათვლილია ამ ოლქის 125 უბნის მიხედვით. ოლქში სულ 130 უბანია.

უბნები აჭარაში სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ოცნებას“ მოუგო

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე,  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“ 254 უბნის შედეგების მიხედვით  27 უბანზე მოუგო პროპორციული სისტემით.  აჭარაში 94 უბნის შედეგები კი, ჯერ კიდევ დაუთვლელია.

პროპორციული არჩევნების შედეგები კახეთში

კახეთის 6 ოლქში წინასწარი მონაცემებით პროპორციულ არჩევნებში ქართული ოცნება ლიდერობს, მეორე ადგილზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ). თუმცა, 50 პროცენტიანი ბარიერი მმართველმა პარტიამ მხოლოდ 25 ოლქში გადალახა.

კახეთის 5 ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი

კახეთში 6 მაჟორიტარული ოლქის პირველადი შედეგები ცნობილია.

ხარაგაულში გამგებლის არჩევნების მეორე ტური გველოდება

ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო და გამგებლის არჩევნების მონაცემები შეაჯამა.



დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east