ზურაბ პატარაძე შესაძლო მეორე ტურზე: ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი

„ნუ დავასწრებთ მოვლენებს, თუმცა ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, ასე უპასუხა ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს მოსალოდნელი მეორე ტურის  შესახებ აჭარის მუნიციპალიტეტებში.

# 31 უბანი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე დაიხურა

ამ წუთამდე ხმაურია #31 საარჩევნო უბანისზე, სადაც ოპოზიციის სამივე მერობის კანდიდატი იმყოფება. დახურვამდე ნახევარი საათით ადრე საარჩევნო ბლოკი ,,დიმტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-

‘ევროპული საქართველო’ ახალციხესა და ადიგენში მეორე ტურს არ გამორიცხავს

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ევროპული საქართველო ვარაუდობს რამდენიმე ოლქში მეორე ტურს, მათ შორის ადიგენსა და ახალციხეშიც.

თელავში ამომრჩეველთა აქტივობამ 38% შეადგინა

საარჩევნო უბნები თელავში ზუსტად რვა საათზე დაიხურა. ქალაქის მერობისთვის სულ 10 კანდიდატი იბრძოდა. თუმცა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთაც მხარი კანდიდატ ,,ცხვარს,, დაუჭირეს. 

ენმ ბათუმში საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

რვა საათზე ბათუმში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბრიფინგი გამართა, რომელზეც მირდატ ქამადაძემ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა.

ლაშა კომახიძის და ზურაბ პატარაძის კომენტარები ენმ-ის ბრალდებებზე

ბათუმის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, ლაშა კომახიძემ, თავის მხარდამჭერთა კლუბში ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებზე:

ქუთაისში, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის 35 პროცენტმა მიიღო

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისში მონაწილეობა ამომრჩევლის 35 პროცენტმა მიიღო. 

6 საჩივარი კახეთის საოლქო კომისიებში

კახეთის 8 საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 6 საჩივარი დაიწერა. მათგანი 2 საჩივარი შევიდა ლაგოდეხის საოლქო კომისიაში. თავმჯდომარე, მარიკა გიორგაძის თქმით, ორივე პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა.

მაჟორიტარობის კანდიდატი: „ოცნების“ წარმომადგენელი მეზობლებს საარჩევნო უბანზე, მხოლოდ, გასაუბრების შემდეგ უშვებს

„ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ლია მაისურაძე, ამომრჩეველთა ზეწოლაზე საუბრობს. აცხადებს, რომ „ოცნების“ აგიტატორები დღეს, მთელი დღის მანძილზე, მუშაობდნენ რუსთავის მე-12, მე-13 და მე-9 საარჩევნო უბანთან.

„ქართული ოცნების“ აქტივისტების აგიტაცია 30-ე უბანზე

#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის ბაკურციხის #30-ე საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის ოთახში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აგიტაციას ეწეოდნენ.



დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east