ბათუმში უბნის გაუქმებას ითხოვენ

„ -პირველი ამომრჩეველი ადგენს არჩევნების ლეგიტიმაციას, ეს არის გასაღები დანარჩენი საარჩევნო პროცესის და რას ნიშნავს, რომ ჩვენ გავაღეთ კარი გასაღების გარეშე. პირველი ამომრჩეველის ხელმოწერა არ არის დაფიქსირებული, ნიშნავს, რომ ამ უბანზე არჩევნები არ ჩატარებულა“ – ამბობს ბათუმის პირველ უბანზე „ახალგაზრდული ორგანიზაცია მომავალი საქართველოსთვის“ ლიდერი ლაშა ადამია. მისივე ინფორმაციით უბნის თავმჯდომარეს ძალიან გაუჭირდა საჩივარის მიღება, მაგრამ ჩვენი დაჟინებული მოთხოვნითა და ცეესკოს ჩარევით ჩაეშვა საჩივარი. ველოდებით პასუხს. შეგახსენებთ, რომ დილის საათებში ამავე უბნიდან შენიშვნებისა და ხმაურის გამო ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი მოხსნეს.

თამუნა ხოზრევანიძე, ბათუმი



კომენტარები სტატიაზე

არჩევნები 2016




დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east