წლიური ანგარიშის პრეზენტაცია

2016 წლის 18 ოქტომბერს, სამშაბათს, (GRMA), ქალაქ გორში, კომპანია „კარტლის აგროსისტემების“ ფერმერთა ცენტრში „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის“ საერთო კრება გაიმართება. სადაც ასოციაციის თავმჯდომარე, ია ბობოხიძე წევრებს გასული წლის ანგარიშს წარუდგენს. კრებაზე, ასევე გაიმართება კენჭისყრა თავმჯდომარის  ასარჩევად.

„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ წლების განმავლობაში წევრებისთვის ეფექტური  და სასარგებლო სერვისების შეთავაზებით მხარს უჭერს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისაკენ მიმართულ ყველა ღონისძიებას. იგი სხვადასხვა კოალიციური პროექტების ფარგლებში წარმატებით ახორციელებს როგორც საარჩევნო პროცესის, ასევე სხვადასხვა რეფორმებისა და სახელისუფლებლო გადაწყვეტილების მონიტორინგს.

ასოციაციის მთავარი მიზნებია: საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა; მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება და საზოგადოების აქტიური ჩართვა დემოკრატიულ პროცესებში; თავისუფალი და მაღალპროფესიონალური მედიის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში; ბეჭდვითი მედიის წარმომადგენელთა უფლებების დაცვა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების არსებობისა და განვითარებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა; მედიაბიზნესის განვითარების მხარდაჭერა.

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია 27 წევრი მედია ორგანიზაციისგან შედგება, რომლებიც გეოგრაფიულად, პრაქტიკულად სრულად ფარავენ მთელს საქართველოს. მათ შორის არის  20 (ოცი)  გაზეთი და  14  (თოთხმეტი) აქტიური ვებპორტალი.



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east