მარკირების პრობლემა N1 დაბა ადიგენის უბანზე

ადიგენში, N1 დაბა ადიგენის უბანზე რამდენიმე შემთხვევაში ამომრჩევლისთვის მარკირების შემოწმება დაავიწყდათ და კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი უკან გამოაბრუნეს შესამოწმებლად. 

გარდა ამისა, უბანზე არის მეორე კარი, რომელიც სხვა ოთახში გადის. ამის შესახებ კომისიის წევრებს შენიშვნა მისცა არასამთავრობო ორგანიზაციის “ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის” წევრმა. მისი თქმით, უბანზე დამატებითი კარიდან კომისიის წევრები არ უნდა შედიოდნენ და გადიოდნენ. ამის შემდეგ კარი გამოკეტეს. დამკვირვებელი კატეგორიულად მოითხოვს კარი წებოვანი ლენტით დაილუქოს.
N1 დაბა ადიგენის უბანი 08:00 საათზე ამომრჩევლის მისაღებად მზად იყო.  უბანზე 845 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ამ დროისთვის უბანზე ამომრჩეველთა აქტიურობა შეინიშნება. კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველს აფრთხილებს, მიაქციონ ყურადღება რომ ბიულეტენზე იყოს ხელმოწერა და ბეჭედი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიულეტენი გაბათილდება.

www.sknews.ge



კომენტარები სტატიაზე

არჩევნები 2016




დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east