გთავაზობთ მონაწილეობას პროექტში – “შენი მუნიციპალიტეტი, შენი ხმა”

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია  და ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთი 1 ივნისიდან იწყებენ ერთობლივ პროექტს სახელწოდებით „შენი მუნიციპალიტეტი, შენი ხმა!. ადგილობრივი მედიები ადგილობრივ არჩევნებში“.

ეს არის პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც ვიმედოვნებთ დასაწყისს დაუდებს საქართველოს ადგილობრივი მედიების სისტემატიურ მხარდაჭერას.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ქართული ადგილობრივი მედიების წარმომადგენლებს: გაზეთებს, პორტალებსა და რადიომაუწყებლებს.

პროექტის ფარგლებში, აგვისტოში დაგეგმილია 3-დღიანი ტრენინგი, რომლის დროსაც პოლონელი ექსპერტები და ტრენერები ჟურნალისტების გააცნობენ პოლონურ გამოცდილებას წინასაარჩევნო კამპანიის დროს და მისი დასრულების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობას მიიღებს პოლონეთის ადგილობრივი მედიების გამომცემელი – იაროსლავ ბაბიცკი.

პროექტში მონაწილეობისთვის შეირჩევა მხოლოდ 12 მედიის წარმომადგენელი, ივნისის დასაწყისში გამოქვეყნდება პროექტში მონაწილეობის პირობები.  მოგიწოდებთ, ჩაერთოთ აღნიშნულ პროექტში და თვალი ადევნოთ ჩვენს ვებგვერდს www.grma.ge,  სადაც უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება პროექტის მონაწილეთა რეკრუტირება.

888

პროექტი „შენი მუნიციპალიტეტი, შენი ხმა. ადგილობრივი მედიები ადგილობრივ არჩევნებში“ დაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული ფონდის პროგრამა RITA-ს ფარგლებში. პროგრამას „ცვლილებები რეგიონში“ ახორციელებს ფონდი “განათლება დემოკრატიისათვის” 



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east