პროექტში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ქართული რეგიონული მედიების წარმომადგენლებს

შენი მუნიციპალიტეტი, შენი ხმა!!ადგილობრივი მედიები ადგილობრივ არჩევნებში

პროექტში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ქართული რეგიონული მედიების წარმომადგენლებს: გაზეთებს, პორტალებსა და რადიომაუწყებლებს.

პროექტის მიზანია ადგილობრივი დამოუკიდებელი მედიების მხარდაჭერა პოლონური გამოცდილების გაზიარების საფუძველზე.  პოლონელი ექსპერტები და ტრენერები წარადგენენ პოლონელი ჟურნალისტების მუშაობის გამოცდილებას საარჩევნო კამპანიის დროს და მის დასრულების მერე.  პროექტში მონაწილეობას მიიღებს 12 მედიის წარმომადგენელი, რომელიც წარმატებით გაივლის რეკრუტირებას.

რეკრუტირების წესები

  1. პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულ რედაქციას ვთხოვთ მოგვაწოდოს, გასული ადგილობრივი არჩევნების დროს მომზადებული, ან ამ ეტაპზე უკვე მომზადებული და გამოქვეყნებული ტექსტი/რადიოგადაცემა რომელიმე ადგილობრივი კანდიდატის  2014 წლის ადგილობრივი არჩევნების  დროს მოცემული წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების გადამოწმების თემაზე.
  1. გამოქვეყნებული მასალები გთხოვთ გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე grmageorgia1@gmail.com   2017 წლის 29 ივნისამდე.
  1. მეილის თემაში გთხოვთ ჩაწეროთ:

– რედაქციის სახელი;

– ავტორის/ავტორები  გვარი/ გვარები;

– გამოქვეყნების თარიღი;

– გაზეთების და პორტალების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ დასკანირებული გვერდი გამოქვეყნებული მასალით;

  1. გამოგზავნილ მასალებს შეაფასებს კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან: აგნიეშკა ნოვინსკა და იაროსლავ ბაბიცკი (ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთი); ია ბობოხიძე და კონსტანტინე სტალინსკი (GRMA).
  1. შეფასების დროს კომისია ყურადღებას მიაქცევს:

– გამოქვეყნებული მასალის ადგილობრივი ხასიათი;

-განხილული თემა რამდენად წარმოადგენს მთლიანი ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემას;

– რამდენად იყო  ობიექტური ჟურნალისტი მომზადებულ მასალაში;

– საინტერესო ფორმა / პუბლიკაციის დიზაინი

 მიღებულ მასალებიდან კომისია ამოირჩევს  12 მედია საშუალებას, რომელთა ავტორებს მოიწვევს პროექტში მონაწილეობისათვის. შერჩეულ კანდიდატთა სია გამოქვეყნილი იქნება GRMA-ს  ვებგვერდზე 2017 ივლისის 15 ივლისამდე.

888

პროექტი „შენი მუნიციპალიტეტი, შენი ხმა. ადგილობრივი მედიები ადგილობრივ არჩევნებში“ დაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული ფონდის პროგრამა RITA-ს ფარგლებში. პროგრამას „ცვლილებები რეგიონში“ ახორციელებს ფონდი განათლება დემოკრატიისათვის 



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east