არჩევნები, როგორც ,,სხვა სამყარო“

24 წლის ანას დაბადებიდან აქვს სმენის შეზღუდვა,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი ხელს არ უშლის, ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 

ჰყავს მეგობრები, დაეუფლა სასურველ პროფესიას. რაც შეეხება არჩევნებს, ამბობს,რომ ეს რაღაც სხვა სამყაროა, კარგად ვერ ერკვევა და ამიტომაც ურჩევია, არჩევნების დღეს სახლში დარჩეს ხოლმე.

2012 წელს ცესკომ არასამთავრობო ორგანიზაციასთან  თნამშრომლობით  უზრუნველყო შშმ  პირთა იდენტიფიცირება საოლქო და საუბნო საარჩევნო ოლქების მიხედვით. სულ გადამოწმდა 8523 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩეველი, მათ შორის: ეტლით მოსარგებლე – 1902, ყრუ – 1829, უსინათლო – 4792.

საქართველოში ყოველი მე-10 ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობისაა, მათი უმეტესობა არჩევნებში არ მონაწილეობს. არაადაპტირებული საარჩევნო უბნების გარდა, მათ ხელს, ზოგადად, არაადაპტირებული გარემო უშლით – ულიფტო და უპანდუსო სადარბაზოები, ტრანსპორტი, გადასასვლელები, შუქნიშანი. ინფორმაციისა და ნდობის არ არსებობა,

,,სხვა სამყაროში შესაღწევად“, ცესკოში შშმ პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით,  შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში არიან ცესკოს წევრები, სტრუქტურული ერთეულების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე – სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის კოორდინირებულ საქმიანობას ახორციელებს ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი.

სამუშაო ჯგუფი თავის საქმიანობას წარმართავს ცესკოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის დებულებით.

შშმ პირთა მიმართ განსახორციელებელი საქმიანობები გათვალისწინებულია ცესკოს ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში.

ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შესაქმენელად, ცესკო ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეთანხმდა, რომ საარჩევნო უბნებისთვის ისეთი შენობა- ნაგებობები გამოყონ, რომელიც ყველა ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კენჭისყრის დღეს შენობის ადაპტირების ვალდებულებას აკისრებს.

2012 წელში საქართველოს მასშტაბით 103 საარჩევნო უბანი იყო ადაპტირებული, 2016–ში კი ეს რიცხვი 1115 მდე გაიზარდა.

იმ შემთხვევაში, თუ ეტლით მოსარგებლე და ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლები მომართავენ საარჩევნო ადმინისტრაციას,  ზოგიერთ უბანზე შესაძლებელი იქნება პორტატული (მოძრავი) პანდუსის განთავსება. ასევე, კენჭისყრის დღეს მათ შეუძლიათ გადასატანი ყუთით სარგებლობა.

საარჩევნო უბნებზე ცესკო უზრუნველყოფს ისეთი ტექნოლოგიის გამოყენებას, რომელიც მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებს საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსების საშუალებას მისცემს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მცირემხედველი  ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღეს

ყველა საარჩევნო უბანზე ხელმისაწვდომი იქნება  გამადიდებელი ლინზა; ეტლით მოსარგებლე

ამომრჩევლებისთვის – იდენტიფიცირებულ საარჩევნო უბნებზე სპეციალური მიცემის ხმის

კაბინები; სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის – არჩევნებში მონაწილეობის პროცედურის

შესახებ პოსტერი.

2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო და 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკო უსინათლო ამომრჩევლისთვის ბრაილით შრიფტით ბეჭდვას უზრუნველყოფდა, თუმცა, იმის გამო, რომ უსინათლოთა უმეტესობა აღნიშნულ შრიფტს არ ფლობდა და ფარულობის პრონციპიც, ხშირ შემთხვევაში ირღვეოდა,  საქართველოს უსინათლოთა კავშირის რეკომენდაციით, ეს პროექტი შეწყდა და  უკვე უსინათლო ამომრჩეველებს ხმის მიცემა სპეციალური ჩარჩო ფორმების დახმარებით შეუძლიათ.

ცესკომ  შშმ ამომრჩეველთა ინფორმირებულობაზეც იზრუნა: ყველა ვიდეორგოლი, რომელიც ცესკოს მიერ არის  მომზადებული, სურდოთარგმანის საშუალებით ხელმისაწვდომია სმენადაქვეითებული  ამომრჩევლებისთვის.

,,საარჩევნო რუკაზე“ განთავსებულია დეტალური ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში

შემავალი იმ საუბნო საარჩევნო  კომისიების შესახებ, რომლებიც ადაპტირებულია (იხილეთ ბმული: http://map.cec.gov.ge/).

მიუხედავად იმისა, რომ ცესკო ცდილობს საარჩევნო გარემოს ადაპტირებას, შშმ პირებისთვის ეს ინფორმაცია ნაკლებად ხელმისაწვდომია. შესაბამისად,  შშმ პირთა უმეტესობისთვის არჩევნები კვლავ რჩება ,,სხვა სამყაროდ“.

მაკა ჩინიჯიშვილი

მედიასახლი  P.S. („პოსტსკრპტუმი“)

ტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east