დავით შერაზადიშვილი ხახალაჯვრის, წიფორისა და დარბაზის მოსახლეობას შეხვდა (R)

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მერობის კანდიდატი დავით შერაზადიშვილი სოფელ ხახალაჯვრის, წიფორისა და დარბაზის მოსახლეობას შეხვდა.

დავით შერაზადიშვილმა ადგილობრივებს დარბაზის თემის მაჟორიტარობის კანდიდატი შირადის ასლანოვი წარუდგინა.

„გვაქვს კარგად ჩამოყალიბებული პროგრამა, დეტალურად გვაქვს შესწავლილი თითოეული სოფლის, უბნის, ოჯახის პრობლემა და ვეცდებით, ეს პრობლემები სწრაფად მოვაგვაროთ. გვესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, რათა მოსახლეობას კეთილდღეობა შევუქმნათ და მეტი სიმძლავრით გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ჩვენი მიზანია, ყველა სოფელსა და დასახლებულ პუნქტს განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობები შევუქმნათ“, – განაცხადა  დავით შერაზადიშვილმა.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”

პრესსამსახური



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east