,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” გორის მერის კანდიდატები მიიწვიეს

გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გორის მერის 5 კანდიდატი ამომრჩევლის წინაშე წარსდგა და საკუთარი დაპირებები გააცნო.
გორის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სულ 9 კანდიდატია.

ყველაზე პუნქტუალურები ,,ოცნებისა“ და ,,კომუნიუსტური პარტიის“ წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. შეხვედრა 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო, რადგან დანარჩენმა კანდიდატმა მისვლა დააგვიანეს.

წარმოდგენილები არიან: ნანა ხიზანიშვილი – სახალხო-ხალხის ერთსულოვნების, დავით ონიაშვილი – ,,შენების მოძრაობის”, კოტე თავზარაშვილი – ,,ქართული ოცნების“, ალეკო ლურსმანაშვილი – ,,კომუნისტური პარტიისა” და დავით მახნიაშვილი ,,ევროპული საქართველოს კანდიდატები იღებენ. დანარჩენებმა შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

ისინი წინასწარ გაცნობილ 4 შეკითხვას პასუხობენ დებატების გარეშე.

ალეკო ლურსმანაშვილი მერობის შემთხვევაში ამომრჩეველს სტალინის ძეგლის დადგმას და მეორე დღეს გადადგომას, კოტე თავზარაშვილი გამჭვირვალე მუნიციპალიტეტს, დავით მახნიაშვილი ახალგაზრდების დასაქმება და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას, ნანა ხიზანიშვილი, გვერდში დგომას და მხარდაჭრას, დავით ონიაშვილი კი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გაგრძელებას, ახალი ტექნოლოგიების განვითარებას და სოფლებში დაწყებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებას ჰპირდება.

კანდიდატები ასევე ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიაზეც ამახვილებენ ყურადღებას. თითოეული მათგანი აღნიშნავს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩეველთან აქტიური ურთიერთობას ექნება.

შეხვედრა დისკუსიისა და დებატების რეჟიმს არ ითვალისწინებს.

2017 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, გორის მერად კენჭს 9 კანდიდატი იყრის.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საოლქო საარჩევნო კომისიიდან აცნობეს.

კომისიის წარმომადგენლის ცნობით, კანდიდატების წარდგენის ვადა გუშინ, 21 სექტემბერს, ამოიწურა. პოლიტიკურმა სუბიექტებმა, როგორც მაჟორიტარული, ასევე, პროპორციული სიებიც მიიტანეს.

ინფორმაცია ცესკოს ვებ-გვერდზე უახლოეს ორი დღის განმავლობაში განთავსდება.

მანამდე გაგაცნობთ კანდიდატების ჩამონათვალს:

დავით მახნიაშვილი – საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო.

იოსებ სოსიაშვილი -საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”.

რევაზ კახნიაშვილი – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” .

თამარ ზურაბაშვილი – შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”.

დავით ონიაშვილი – შენების მოძრაობა” .

სოფიკო აფრიაშვილი – საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო”.

ალიკო ლურსმანაშვილი – „სოციალისტური საქართველო – კომუნისტები”.

კონსტანტინე თავზარაშვილი – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”

ნანა ხიზანიშვილი – საარჩევნო ბლოკი ,, სახალხო – ხალხის ერთსულოვნება.

ნინო ჩიბჩიური,

www.qartli.ge

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east