საგრანტო კონკურსი – ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის გზები

“ქალთა ფონდი საქართველოში” აცხადებს საგრანტო კონკურსს “ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის გზები”, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.

კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში ქალთა უფლებების დაცვას, არაძალადობრივი, არადისკრიმინაციული კულტურის დანერგვასა და გენდერული თანასწორობის მიღწევას.

კონკურსი მიესალმება სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ ინიციატივებს, მათ შორის:

** ქალთა უფლებების დარღვევის შემთხვევების, ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენა, დოკუმენტაცია და მათზე რეაგირება;
** ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის კანონმდებლობის განხორციელების ხელშეწყობა;
** მონიტორინგი, ადვოკატირება და ლობირება ქალთა უფლებების დასაცავად;
** საკანონმდებლო ინიციატივები;
** ქალთა უფლებების და გენდერული საკითხების აკადემიური კვლევა;
** კამპანიები ქალთა უფლებების დასაცავად, ძალადობის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ;
** აღნიშნული საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
** ქალთა მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, რომლებიც დისკრიმინაციის რამდენიმე ფორმას განიცდიან და ძალადობის რისკის ქვეშ არიან.

წყარო:http://www.jobs.ge/102022/



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east