თემურ აბაზოვი ალგეთის ადმინისტრაციული ერთეულის ამომრჩეველს შეხვდა(R)

პარტია „ქართული ონცება – დამოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი თემურ აბაზოვი საარჩენო კამპანიის ფარგლებში,  ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

მერობის კანდიდატი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან თამაზ ნავერიანთან და რულან გაჯიევთან ერთად, ალგეთის ადმინისტრაციული ერთეულის ამომრჩეველს შეხვდა.  შეხვედრაზე ასევე, საკრებულოს  დეპუტატობის კანდიდატები იმყოფებოდნენ.

თემურ აბაზოვმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე მმართველი პარტიის მიღწევებზე ისაუბრა, სამომავლო  გეგმები გააცნო და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.

„მიმაჩნია, რომ თითოეული თქვენგანი სწორად აფასებთ დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებს და პოლიტიკურ ვითარებას, რადგან ის დაპირება, რომელიც გაცემული იყო მარნეულელი მოსახლეობის წინაშე, 2012 წლიდან დღემდე,  ნაბიჯ-ნაბიჯ, სტაბილურად და ხარისხიანად  სრულდება.  21 ოქტომბერს კვლავ არჩევანის წინაშე დადგებით. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი სწორ არჩევანს გააკეთებს“, – განაცხადა თემურ აბაზოვმა.

მისივე თქმით, მარნეული სიახლეეებს, მეტ განვითარებას, უწყვეტ რიტმსა და შრომას ელოდება.

„მზად ვარ, თითოეული თქვენგანის უკეთესი მომავლისთვის თავდაუზოგავად  ვიშრომო და ბევრი წარმატება და სიკეთე მოვუტანო მარნეულს, თუმცა ეს ყველაფერი თქვენი ჩართულობისა და მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ ერთად შევქმნით ძლიერ თვითმმართველობას – ძლიერი თვითმმართველობა კი, ძლიერი საქართველოს საწინდარია“, – აღნიშნა მარნეულის მერობის კანდიდატმა.

შეხვედრის ბოლოს, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, ალგეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალი მურადოვიც წარადგინეს.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”

პრესსამსახური

 



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east