გენდერული დისბალანსი კახეთის პოლიტიკურ სპექტრში

საქართველო ჯერ კიდევ იმ ქვეყნების სიაშიაა, სადაც გენდერული დისბალანსი დღემდე არსებობს, ეს

სხვაობა განსაკუთრებით პოლიტიკურ სპექტრში შეიმჩნევა.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, 2017 წლის არჩევნებში მონაწილე კანდიდატ ქალთა წილი საკმაოდ მცირეა, კეროდ  – 16,30 %.

თუ თვალს გადავავლებთ საქართველოს დემოკრატიული არჩევნების უახლოეს ისტორიასა და მასთან ქალების კავშირს, ბევრ მნიშვნელოვან ფაქტს დავინახავთ:

2007 წელი საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობით აღინიშნებოდა, რამაც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა გამოიწვია, იმ რეფერენდუმთან ერთად, რომელშიც დაახლოებით ორმა მილიონმა ამომრჩეველმა გამოხატა ნება, რომ საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარებულიყო.

ქვეყანამ დაძაბული არჩევნების ორი ტალღა გადაიტანა. ორივე წინასაარჩევნო პერიოდიც დაძაბული იყო, რადგან არჩევნების წინა მოვლენებმა, საკანონმდებლო ცვლილებებმა და საარჩევნო დაპირებებმა, ძლიერი გავლენა იქონიეს არჩევნების დღის შედეგებზე.

არჩევნებამდე პერიოდში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მოსალოდნელი იყო, რომ უპირატესად პარლამენტში ქალები ყოფილიყვნენ წარმოდგენილი.

საპრეზიდენტო არჩევნები, არ გამოირჩეოდა გენდერულ საკითხთან დაკავშირებული რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებით ან ფაქტით. წინასაარჩევნო პოლიტიკურმა მოვლენებმა ამომრჩევლების მწვავე პოლარიზაცია გამოიწვია ორ ძლიერ საპრეზიდენტო კანდიდატს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ- მიხეილ სააკაშვილსა და ოპოზიციის ერთობლივი საარჩევნო ბლოკის ლიდერ- ლევან გაჩეჩილაძეს შორის.

შვიდ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის, მხოლოდ ერთი იყო ქალი – პოლიტიკური პარტია „იმედის“ კანდიდატი ირინა სარიშვილი, რომელმაც ყველაზე ცოტა ხმა – 0.16%  მიიღო.

რაც უფრო გავლენიანი და ძლიერია პოლიტიკური პარტია, მით უფრო ნაკლები ქალია  წარმოდგენილი საპასუხისმგებლო პოზიციაზე და უფრო სუსტია ქალების გავლენა პოლიტიკურ სპექტრზე. პარტიის მართვის ძირითადი მექანიზმები პარტიის მამაკაცი წევრების ხელშია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შორის 30% ქალია, მათი წილი პარტიების გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოებში ძალიან მცირეა. ქალები შედარებით დაბალ პოზიციებზე საქმიანობენ, ისეთივეზე, როგორიც პარტიის საარჩევნო სიებში უკავიათ.

მართალია, ქვეყანა განვითარებისა და გენდერული დისბალიანსისკენ ისწრაფვის, მაგრამ ქალები საბოოლოოდ მაინც იჩაქრებიან, გამონაკლისს არც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები წარმოადგენს.

2017 წლის ადგილობრივი თვითმამრთველობის არჩევნებზე მერის სტატუსისთვის კახეთის 8 მუნიციპალიტეტში კენჭს 53 კანდიდატი იყრის. კანდიდატებიდან 9 ქალია. ჯამში, რვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პარტიის მიერ 52 კანდიდატი დასახელდა, საინიციატივო ჯგუფის მიერ კი მხოლოდ ერთი კანდიდატია წარდგენილი.

მმართველმა გუნდმა კანდიდატები ოფიციალურად 5 სექტემბერს წარადგინა. თუმცა კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში არცერთი ქალი კანდიდატი არ დაუსახელებია.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, გურჯაანში  –  3 ქალი კანდიდატია წარდგენილი – მათ შორის, „ლეიბორისტებიდან“ შორენა ძამუკაშვილი, პარტია „საქართველოდან“ – მთვარისა ბუიღლიშვილი, ხოლო „ახალი საქართველოდან“ – დარეჯან მაჭავარიანი.

თელავში გურჯაანის მსგავსად, 10 კანდიდატი იბრძოლებს მერობის მანდადიტის მოსაპოვებლად და აქაც სამი ქალი კანდიდატი დასახელდა. „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა- ლელა მენთეშაშვილი ახალმა ქრისტიან-დემოკრატებმა, ფიქრია შაბურიშვილი, ხოლო, გიორგი ვაშაძის პოლიტიკურმა გუნდმა – თამარ ლამაზოშვილი.

ახმეტაში მერობის პრეტენდენტი მხოლოდ  ერთი ქალი კანდიდატია – „პატრიოტების“ წარმომადგენელი და ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი-, თინათინ მოზაიძე.

 ქალაქ სიღნაღში,  ასევე ერთი ქალი კანდიდატს ხვდა წილად მერობის მანდატის მოსაპოვებლად იბრძოლოს. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საჯარო რეესტრის სიღნაღის ფილიალის ყოფილი თანამშრომელი ნონა ნინიაშვილი დასახელდა რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა, მოგვიანებით სასამართლომ აღადგინა. მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი არასრუწლოვანი შვილისთვის მემკვიდრეობით კუთვნილი ქონების გაფორმება გახდა. საჯარო რეესტრში 12-წლიანი სტაჟის მქონე თანამშრომლის სამსახურიდან გაგდების მიზეზად სტრუქტურისთვის ღირსების შელახვა დაასახელეს. ორი ინსტანციის სასამართლომ ნონა ნინიაშვილი გაამართლა და საჯარო რეესტრს მისი სამსახურში აღდგენის ვალდებულება დააკისრა.

 ყვარლში საარჩევნო ბლოკიდან „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო” თამარა ჰოვსეპიანი წარადგინეს

 საგარეჯოში, ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში  არცერთი ქალი კანდიდატი არ წარუდგენიათ.

 არასამთავრებო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წარმომადგენელის  ანა არგანაშვილს განმარტებით,  პრობლემას ქმნის მენტალობა და საკანმდებლობო ბაზაც:

„რეალური მიზეზი, რის გამოც, პოლიტიკური პარტიები ქალებს არ აძლევენ საშუალებას გახდნენ გადაწყვეტილების მიმღები, არის ძალაუფლების განაწილება კაცების სასარგებლოდ, მასკულინური კულტურა და ამავე დროს გენდერულად ნეიტრალური საკანონმდებლო ბაზა.

რეალურად, ყველამ იცის, რომ ქალები ბევრ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ პოლიტიკური კამპანიების დროს, თუმცა, აშკარაა, რომ ამ საქმის სანაცვლოდ არ სურს გადაწყვეტილების მიმღებ კაცებს თავისი პრივილეგიების დათმობა.

ამავე დროს საზოგადოებაში გავრცელებული მცდარი სტერეოტიპები, სწორედ ამ გენდერული უთანასწორობის გასამყარებლად მუშაობს, კერძოდ, ამ სტერეოტიპების მიხედვით, ქალები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ და კაცები იღებენ.

რაც შეეხება საკანონმდებლო ბაზას, ისტორიული უთანასწორობის აღმოფხვრა, ბუნებრივია ვერ მოხდება ისეთი კანონით, რომელიც მხოლოდ ზედაპირულად ქმნის თანასწორობის შესაძლებლობას. ქალს კანონი ეუბნება, რომ თანასწორი უფლებები აქვს, მაგრამ არ ითვალისწინებს იმ რეალობას, რომ ქალს უთანასწორო რესურსები აქვს. შესაბამისად, საჭიროა იმგვარი საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც ერთი მხრივ, ქალების მიერ აღებულ ტვირთს, მაგალითად, ბავშვის მოვლის კუთხით კაცებსაც გაუნაწილებს თანაბრად ვალდებულებას და ამავე დროს, დროებითი ღონისძიების სახით დაადგენს სავალდებულო კვოტირების სისტემას“.

მარიამ კვაჭაძე

www.speqtri.ge

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east