ახმეტის მერობის კანდიდატების ბიზნესსაქმიანობა

ერთერთი მთავარი ნიშანი, რომელიც განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებს დანარჩენებისგან გამოარჩევს, პოლიტიკისა და ბიზნესის მკაფიო გამიჯვნაა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები დარჩა

knews.ge დაინტერესდა ეწევიან თუ არა ბიზნესსაქმიანობას ახმეტის მერობის კანდიდატები და აქვთ თუ არა კავშირი ბიზნესსექტორთან?

„ქართული ონებიდან“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრების საამქრო აქვს. როგორც knews.ge–ს სოსო ქარუმაშვილმა განუცხადა, მან თავისი წილი გადაუფორმა ბიზნესპარტნიორს. მერობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ მისი ოჯახი ბიზნესსაქმიანობას ყაზახეთშიც ახორციელებს.

ბიზნესკომპანია ჩემს სახელზე აღარ მაქვს რეგისტრირებული და მერობის კანდიდატად წარდგენამდე ხელშეკრულებით გადავეცი ჩემს ბიზნესპარტნიორს. მე მაქვს მეტალოპლასტმასის კარფანჯრების საამქრო. ამჟამად საამქოროს შენობა გაქირავებული მაქვს და იქიდან მაქვს შემოსავალი. მამაჩემსაც ყაზახეთში აქვს ბიზნესი და იქიდანაც მაქვს სოლიდური შემოსავალი. ადგილობრივ ბიზნესმენებთან არანაირი კავშირი არ მაქვს“, – განუცხადა knews.ge–ს სოსო ქარუმაშვილმა.

ლეიბორისტული პარტიიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი საფეხბურთო სკოლების „კახეთი“, „ერთობა“ და „იბერია“ დირექტორი და მეწილეა. ნუკრი ბართიშვილის ინფორმაციით, ის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამშენებლო მიმართულებით ბიზნესის დაწყებას გეგმავს.

მე ვარ საფეხბურთო სკოლებისკახეთი“, „ერთობადაიბერიადირექტორი და მეწილე. თუ გავხდები მერი, რა თქმა უნდა, მომიწევს ბიზნესსაქმიანობის შეწყვეტა. უცხოეთში ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობ და იქ ბიზნესს ახლა ვიწყებ. სამშენებლო მიმართულებით ვაპირებ საქმიანობის დაწყებას, ასევე, საფუხბურთო სკოლების დაარსებასაც ვგეგმავ. ადგილობრივ ბიზნესმენებთან ურთიერთობა არ მაქვს“, – განუცხადა knews.ge–ს ბართიშვილმა.

კოოპერატივ „მოდი მნახეს“ დირექტორია ჯუმბერ შაშიაშვილი, რომელიც გიორგი ვაშაძის პარტიიდან „ერთობა ახალი საქართველოსთვის” ახმეტის მერობის კანდიდატია. შაშიაშვილი ამბობს, რომ კოოპერატივი ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს.

მაქვს კოოპერატივიმოდი მნახე“, რომლის დირექტორიც მე ვარ. კოოპერატივი ამ ეტაპზე არ მუშაობს. რაც შეეხება ჩემს კავშირს ბიზნესმენებთან, მე ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან ურთიერთობა არ მაქვს. ახმეტაში არც არის ისეთი ბიზნესმენი, რომელთანაც შეიძლება პარტნიორული ურთიერთობა მქონდეს. სხვა რაიონების ბიზნესმენებთან კი არც მიცდია რაიმე კავშირის დამყარება“, – განუცხადა knews.ge–ს ჯუმბერ შაშიაშვილმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობის დასაკავებლად კიდევ 5 კანდიდატი იბრძვის. „ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს იყრის კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის თვითმმართველობის ორგანოებზე ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი შაქრო ტერტერაშვილი, „პატრიოტთა ალიანსიდან“ – პარტიის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თინათინ მოზაიძე, ნინო ბურჯანაძის პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოდან’’ – ირაკლი უჯირაული, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარეა, „ტრადიციონალისტთა კავშირიდან“ ბიძინა გოგოლაშვილი და„ევროპული საქართველოდან“ – გელა ჭვრიტიძე. ის წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. knews.ge–ს ინფორმაციით, არც ერთი მათგანი არ ეწევა ბიზნესსაქმიანობას.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

გაზეთი „კახეთის ხმა“

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east