თემურ აბაზოვი: ვგეგმავ კომპლექსურ ღონისძიებებს, რაც ახალგაზრდებს თვითრეალიზებაში დაეხმარება(R)

პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი თემურ აბაზოვი მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

თემურ აბაზოვმა ახალგაზრდებს საარჩევნო პროგრამა გააცნო, ძირითადი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და იმ გეგმებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც  ახალაგზრდული მიმართულებით აპირებს.

„ჩემთვის  უმნიშნვლოვანესი ახალგაზრდული ძალაა. მათი მუხტი და ენთუზიაზმი კი, გადამდები. საქართველოს ახალგაზრდობა ქვეყნისთვის განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს.  ამიტომ, ვგეგმავ კომპლექსურ ღონისძიებებს, რაც მათ თვითრეალიზებაში დაეხმარება. ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, ხელს შევუწყობ  ახლგაზრდული იდეების წახალისებას, რომლისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში ახალგაზრდული პროექტებისა და ღონისძიებებისთვის თანხები განისაზღვრება“, – განაცხადა თემურ აბაზოვმა.

მისივე თქმით, ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის დაინერგება სტაჟირების პროგრამა და მოეწყობა ახალგაზრდული ბანაკები.

„ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რის გაკეთებსაც ახალგაზრდებისთვის ვგეგმავ. მე და მარნეულს გვაქვს ამბიცია წინსვლასა და განვითარებაზე, რასაც ახალგაზრდების გარეშე ვერ შევძლებთ. მუნიციპალიტეტში უნდა დაბრუნდეს თითოეული წარმატებული მარნეულელი, რათა ის ერთად განვავითაროთ“, –  აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”

პრესსამსახური



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east