საკრებულოს თავჯდომარის რეკომენდაციით შერჩეული კომისიის წევრები საარჩევნო უბნებზე

21 ოქტომრის  ადგილობრივ ორგანოთა თვითმართველობის არჩევნებზე N57-ე ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისია, განახლებული  შემადგენლობით განაგრძობს მუშაობას.

საარჩევნო ოლქში ცესკო-ს 5  მუდმივმოქმედ წევრს შორის, ერთ-ერთ კომისიის წევრს, მაკა კახიძეს მიმდინარე წლის აპრილში  უფლებამოსილება ამოეწურა და მის  მაგივრად ცესკო-ს მიერ არჩეული იქნა თეონა ბოჭორიშვილი.

ასევე  საოლქო საარჩევნო კომისიაში  პარტიის  წევრი შეიცვალა  და რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი დაემატა კომისიას.

N57-ე ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით,  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის გამოცხადებულ კონკურსში 307 განაცხადი იყო შესული.

საოლქო საარჩევნო კომისიამ  4 სექტემბერს განაცხადები განიხილა და კონკურსის შედეგად  222 წევრი შეარჩია.

როგორც ტყიბულის საოლქო სარჩევნო კომისიის თავჯდომარე, ნატო კენჭოშვილმა გვითხრა,საუბნო კომისიის წევრები კონკურსის მიხედვით იქნა შერჩეული საოლქო სარჩევნო კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით.

ტყიბულის სარჩევნო ოლქში 37 საარჩევნო უბანია, სადაც  სულ 481  კომისიის წევრია დასაქმებული,საოლქო კომისიის მიერ არჩეული 222 წვრი და  პარტიების მიერ დანიშნულები, 481კომისის წევრიდან 124 არის მამაკაცი ხოლო 357 ქალია.

კონკურსის შედეგად, ვინც ვერ მოხდა  საუბნო კომისიებში,  „ოკრიბანიუსთან“ საუბრისას ამბობენ, რომ მათ მრავალწლიანი საარჩევნო გამოცდილება აქვთ, ასევე არიან საარჩევნო მოხელის სერტიფიკატის მფლობელი, მაგრამ ეს გამოცდილება საოლქო კომისიამ არ გაითვალისწინა და ისინი საუბნო კომისიის წევრებად არ აირჩიეს.

როგორც ყოფილი კონკურსანტები ამბობენ, ასე იმიტომ ხდება რომ, ადგილობრივი ისინი ხელისუფლებისთვის არ არიან სასურველი კადრი.

კითხვაზე,  რა შუაშია ხელისუფელება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევასთან?-  ამბობენ რომ, საკრებულოს თავჯდომარემ შეადგინა საუბნო კომისიის წევრების სია და მისი რეკომენდაციით მოხდა საარჩევნო უბნების კომისიის წევრების შერჩევა,თუმც ამის მტკიცებულება არავის აქვს. ისინი ამას კულუარულად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ასკვნიან.

კონკურსანტები უკმაყოფილებას პირად საუბრებში არ მალავენ, ხოლო ღიად საუბარს   ამ საკითხზე ერიდებიან,  რომ რამე პრობლემები არ შეექმნათ სამსახურებში, როგორც მათ, ასევე, მათი ოჯახის წევრებს.

ლევან კევლიშვილი ერთ-ერთი კონკურსანტია, რომელსაც  შეტანილი ჰქონდა განაცხადი სოფელ საწირის სააარჩევნო უბნის კომისის წევრობაზე, მაგრამ  უარი ეთქვა.

კევლიშვილი სხვებისგან განსხვავებით, ამ საკითხზე ღიად საუბრობს და ამბობს:   „უკვე მეორე წელია, შემაქვს განაცხადი შესაბამის საოლქო საარჩევნო  კომისიაში, მსურს ვიმუშაო ჩემს სოფელში საუბნო კომისის წევრად, რადგანაც მაქვს საარჩევნო კომისიაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება, ასევე, მიღებული მაქვს საარჩევნო მოხელის სერთიფიკატი, მაგრამ ამ გამოცდილებას არავინ ითვალისწინებს და არც იმას მეუბნებიან, თუ რის გამო არ მოხდა ჩემი კომისიის წევრად შერჩევა. სკოლაში მასწავლებლად ვმუშაობ და როდესაც გაიგებენ მშობლები და მოსწავლეები რომ კომისიის წევრად არ შემარჩიეს მრცხვენია,რას იფიქრიბენ ჩემზე“- აცხადებს ლევან კევლიშვილი.

ტყიბულში იმასაც ამბობენ  რომ, ერთ-ერთი კანდიდატის დას ჰქონდა შეტანილი განაცხადი კომისიის წევრობაზე, რომელსაც მრავალწლიანი საარჩევნო გამოცდილება აქვს, მაგრამ ისიც  არ იქნა არჩეული კომისიის წევრად, იმიტომ რომ სიის შემდგენლისათვის სასურველი კანდიდატი არ არის.

ხოლო ერთ-ერთი განაწყენებული კონკურსანტი, რომელსაც  საარჩევნო გამოცდილებაც აქვს და ასევე მიღებული აქვს საარჩევნო მოხელის სერთიფიკატი, წელსაც არ იქნა შერჩეული საოლქო კომისიის მიერ, საუბნო  საარჩევნო კომისიის წვრად, რის შემდეგაც, ის ქ„ართული ოცნების“ შტაბში დაიბარეს და პარტიიდან ჩასვეს საარჩევნო უბანზე კომისიის წევრად.

გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ტყიბულის  საარჩევნო უბნებზე საარჩევნო საკითხების ცოდნის დაბალი დონე შეიმჩნეოდა, კომისიის წვერების უმრავლესობა ვერ ერკვეოდა საკუთარ ფუნქციებში და მოვალეობებში, ფიქსირდებოდა შეცდომები  ოქმების შევსებისას.

როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელსაც,  „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ ტრენერები აქტიურად ატარებს სასწავლო ტრენინგებს კომისიის წევრებისათვის და იმედოვნებენ, რომ კომისიის მუშაობა ეფექტური იქნება.

წინასარჩევნო პერიოდში უკვე ფიქსირდება საუბნო კომიის წევრთა აქტიურობა სოციალურ ქსელში,რომლებიც თავიანთ მხარდაჭერას ღიად გამოხატავენ საარჩევნო სუბიექტების მიმართ, რაც მათ კანონით ეკრძალებათ.

საარჩევნო კომისიის წევრები  უმეტესად საჯარო სამსახურში დასქმებულები არიან, მათ ერთდროულად უწევთ საჯარო სამსახურში  და საარჩევნო კომისიაში თავიანთი უფლებამოსილების შესრულება.

აქვს თუ არა უფლება, ხელსისუფლების წარმომადგენელს ჩაერიოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში, ასევე საარჩევნო კომისიის წევრს რამდენად აქვს უფლება გამოხატოს  მხარდაჭერა წინასარჩევნო პერიოდში, რამე ფორმით ნებისმიერი საარჩევნო სუბიეტის მიმართ, ამ საკითხების შესახებ, კომენტარი „საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავჯდომარის მოადგილეს და ქუთაისის ფილილის ხელმძღვანელს – გიორგი სანტურიანს ვთხოვეთ.

როგორც სანტურიანმა განგვიმარტა -„საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია, სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან შესაბამისად, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლი განსაზღვრავს, ვის არ აქვს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება. ამ ჩამონათვალში მოცემულია, საარჩევნო კომისიის წევრიც, შესაბამისად მათ ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით წინასაარჩევნო აგიტაცია. კომისიის წევრის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

 გიორგი სულაძე

„ოკრიბანიუსი“

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east