გენდერულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლება

ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიზანია, აამაღლოს მოსახლეობის ცნობიერება გენდერული საკითხების ირგვლივ. ამ მიმართულებით, ქალთა საინფორმაციო ცენტრი ადმინისტრირებას უწევს გენდერულ–საინფორმაციო პორტალს (GINSC.net), რომელზეც გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ, განახლებული ინფორმაცია ყოველდღიურად ქვეყნდება. ბოლო პერიოდში, მომხმარებელთათვის სერვისის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, საიტის განახლებაც მოხდა.  ამასთან, ორგანიზაცია, პორტალისა და სოციალური ქსელების საშუალებით, ავრცელებს ინფორმაციას როგორც გენდერსა და ქალთა თემატიკაზე, ასევე დევნილ, კონფლიქტით დაზარალებულთა და ეროვნულ უმცირესობებზე.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ უზრუნველჰყოფს, რეგიონებსა და დედაქალაქში, ვიდეოსიუჟეტებისა და სტატიების მომზადებას, ამასთან, აანალიზებს პრობლემურ შემთხვევებს, რის საფუძველზეც ადვოკატირებას უწევს სოციალურ და იურიდიულ საკითხებს. კერძოდ, ორგანიზაცია კოორდინირებს დევნილ, კონფლიქტით დაზარალებულთა და ეროვნული უმცირესობებისათვის, ქალთა ქონებრივ უფლებებსა თუ ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ელექტრონულ იურიდიულ კონსულტაციასა და სამართლებრივ დახმარებას.

„ქალთა საინფორამციო ცენტრი“ ახორციელებს სატელეფონო კონსულტაციებს. დაზარალებულ პირს შეუძლია, ორგანიზაციის ოფისში მისვლა და იურიდიული კონსულტაციის ადგილზე მიღება. მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა საკითხების ადვოკატირების მიზნით კი, მზადება ტელე–რადიოგადაცემები და სოციალური რგოლები, რომლებიც დედაქალაქის გარდა, რეგიონებშიც ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, კახეთის რეგიონში ტარდება საინფორმაციო შეხვედრები, რომელშიც ქალთა ჯგუფები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას.

get_img (1) IMG_20151111_124417



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east