ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა

Walking

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდაჭერისა და ხელშეწყობის მიზნით, „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ლობირებენ ისეთი საკითხის ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავებას, როგორიც ქალთა პოლიტიკური ჩართულობა და ეკონომიკური გაძლიერებაა. ორგანიზაცია მუშაობს ისეთ თემებზე, როგორებიცაა ქალების, როგორც ლიდერების ჩამოყალიბება, მათი მობილიზაცია და გაძლიერება თემსა და ქსელში, თანამსრომლობა პოლიტიკურ პარტიებთან, ცესკოსა და სხვადასხვა აქტორებთან, კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად. ასევე ორგანიზაცია ხელს უწყობს თემთა მობილიზებას და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, რაც საბოლოო ჯამში, მათ პოლიტიკურ გაძლიერებასაც უწყობს ხელს.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მხარადჭერით, ქართულად ითარგმნა ეუთოს სატრენინგო მოდული „სახელმძღვანელო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისათვის“. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტრენინგები სათემო ორგანიზაციების, ქალთა თვითდახმარების ჯგუფების, ლიდერი ქალებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთათვისაც ჩატარდა.

სამომავლოდ, „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ გეგმავს „ჟურნალისტთა ჯგუფის“ შექმნას და, ქალთა უფლებების შესახებ მოსახლეობისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გენდერულ საკითხებში მათთვის ტრენინგების ჩატარებას.

აღსანიშნავია, რომ ქალთა პოლიტიკური ჩართულობა გენდერული თანასწორობის კუთხით, ერთ–ერთი პრიორიტეტული საკითხია. სწორედ ამიტომ, მენტორობის სტრატეგიის გამოყენებით, საჭიროა აქტიურ ქალთა ჯგუფებისა და მომავალი პოტენციური ქალი პოლიტიკოსების შეხვედრის ორგანიზება ყოფილ ქალ პოლიტიკოსებთან.



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east