ბათუმში ამომრჩეველთა 36 პროცენტიანი აქტივობა დაფიქსირდა 

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძემ მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 50 ათას 770 ბათუმელმა, რაც ამომრჩეველთა საერთო სიის 36,37 პროცენტია. კომისიის თავმჯდომარის

განმარტებით, მოქალაქეთა აქტივობა საშუალო იყო, უბნების დახურვის დროისთვის საოლქო კომისიაში შესული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების 13 საჩივარი, თუმცა ეს ვერ მოახდენს გავლენას უბნების შედეგებზე, რადგან ძირითადად მხოლოდ პროცედურული დარღვევებია. რაც შეეხება პარტიებს, მათ საჩივრები ოლქში ჯერ არ შეუტანიათ, ხოლო ვინც ადგილებზე, საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართეს საჩივრებით, პასუხს 2 დღეში გასცემენ.

www.adjaraps.com



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east