გურჯაანის #4 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის გაძევებას ითხოვენ

#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის წევრის მედეა ცაბუტაშვილის ინფორმაციით, # 4 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე ეკა მანგოშვილი, ამ წუთებში ცდილობს ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის-მეულუდ გოგიაშვილის უბნიდან გაძევებას.

„ხელს გვიშლიდაო და ამ ეტაპზე კომისია მსჯელობს რომ გააძევოს, რეალურად ამ ადამიანს აქვს დაწერილი ორი საჩივარი, ამათგან, ერთი ეხებოდა უბნის დაკეტვის მოთხოვნას კენჭის ყრის დასრულების, ანუ 8 საათის შემდეგ, ხოლო მეორე  „ქართული ოცნების“ 2 წარმომადგენლის ერთდროულად ყოფნას უბანზე. ნამვილად ორი წარმომადგენელი რომ იყო უბენზე, ეს ჩანაწერთა წიგნშიც ფიქსირდება.

როგორც მე მითხრეს, საოლქოს „ოცნებიდან“ დანიშნულმა წევრმა აიძულა კომისიის თავმჯდომარე, რომ ემსჯელათ მეულუდ გოგიაშვილის უბნიდან გაძევების თაობაზე, დღის განმავლობაში ხელს გვიშლიდა და გავაძევოთ და მორჩაო. ამ წუთას კომისია მსჯელობს ამ საკითხზე, უბანზე იმყოფებიან ჟურნალისტები და ოლქის წევრები“-განაცხადა მედეა ცაბუტაშვილმა.

“სპექტრი”



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east