სამცხე–ჯავახეთში საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 55% მივიდა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 55% მივიდა, – 79912 ამომრჩეველი.

საქართველოს მასშტაბით კი, კენჭისყრაში ამომრჩეველთა 45,65%-მა (1569992) მიიღო მონაწილეობა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 20:00 სთ-ის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა იყო 43.31%.

რაც შეეხება სამცხე–ჯავახეთს,

N36–ე ბორჯომის ოლქში, რეგისტრირებული 26 524 ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ხმა მისცა 13 046–მა ამომრჩეველმა, – 49.19%

N37–ე ახალციხის ოლქში – 34 315–დან 18 371–მა – 53.54%;

N38–ე ადიგენი – 15 497–დან 10 154 – მა – 65.52%;

N39–ე ასპინძა 9 720–დან 6 743 –მა – 69.37%;

N40 ახალქალაქის ოლქში 38239 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 19 971 –მა – 52.23%;

N41 ნინოწმინდის ოლქში, 21026–დან, არჩევანი დააფიქსირა 11 627–მა ამომრჩეველმა – 55.3%

www.sknews.ge



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east