ფოთში ხმების დასაცავად ოპოზიცია გაერთიანდა

ამ წუთებში ფოთის #70 საოლქო საარჩევნო ოლქის წინ აქცია მიმდინარეობს. საარჩევნო ბლოკი ,,დიმტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“, ,,პატრიოტთა ალიანსის“, ,,ნაციონალური მოძრაობის“ და ,,ევროპული საქართველოს“  მერობის კანდიდატებმა და მათმა მომხრეებმა აქცია გამართეს. ოპოზიციონერები #31 უბანზე შედეგების გაუქმებას ითხოვენ. ამ დრომდე მობილიზებულია #31 უბანთან სამართალდამცველები. #70 საოლქოს

 

შესასვლელთან მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. კანდიდატების თქმით ეს აქცია არის გამაფრთხილებელი და ისინი არ შეწყვეტენ პროტესტს. კანდიდატებმა გააფრთხილება მისცა საოლქოს წარმომადგენლებს, რომ არ წაცდენოდათ ხელი გაყალბებისაკენ.

მთავარი თემა სამეგრელოში

 



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east