ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა

აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ აფხაზეთის დამოუკიდებელი მედია გააფრთხილა.

წყარო: Эхо Москвы; media.ge
სამართლებრივი შედეგი:
ფაქტი:
აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა აფხაზური მედიის ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ კანონის დარღვევის შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ კანონიერი ზემოქმედება განხორციელდება: პასუხისმგებაში მიცემის, ლიცენზიის ჩამორთმევისა და საქმიანობის შეწყვეტის ჩათვლით. ამის შესახებ ნათქვამია აფხაზეთის გენპროკურატურის განცხადებაში, რომელიც 14 დეკემბერს აფხაზური საინფორმაციო სააგენტო „აფსნი–პრესმა“ გაავრცელა.

– „აფხაზეთის კონსტიტუცით გარანტირებული სიტყვის თავისუფლება, ზოგჯერ სწორედ არ ესმით დამოუკიდებელი პრესის ცალკეულ ბეჭდვით გამოცემებს, რამდენადაც დაუზუსტებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით აშუქებენ ამა თუ იმ მოვლენას”, – აღნიშნულია ხსენებულ განცხადებაში.

გენპროკურატურის მკაცრი გაფრთხილება აფხაზური გაზეთის „Нужная“-ს ფურცლებზე გამოქვეყნებულ სტატიას მოჰყვა. საგაზეთო მასალა, რომლის ავტორი „Нужная“-ს რედაქტორი იზიდა ჭანიაა, აფხაზური სპეცსამსახურების მიერ კონტრაბანდაში მხილებული ადგილობრივი მცხოვრების, გოჩა ჯალაღონიას დაკავების გარემოებებს ეხება.

ნეგატიური რეაქცია სტატიაში მოყვანილმა „ტენდენციურმა და გადაუმოწმებელმა ფაქტებმა”, იზიდა ჭანიას მიერ სპეცსამსახურების მუშაობის უარყოფითმა შეფასებამ და აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის იური აშუბას მიმართ „არაკორექტულმა გამონათქვამებმა” გამოიწვია, ნათქვამია გენპროკურატურის განცხადებაში.



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east