ინფორმაციის შეზღუდვა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შესლა

ლიდი ბეჭვდითი მედიის ჟურნალისტები, 7 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრ ვანო მერაბიშვილის ბრიფინგზე არ შეუშვეს

წყარო: გაზეთი “24 საათი”
სამართლებრივი შედეგი: არ მოჰყოლია

ფაქტი:
ბეჭვდითი მედიის ჟურნალისტები, 7 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრ ვანო მერაბიშვილის ბრიფინგზე არ შეუშვეს ამის შესახებ იუწყება გაზეთი “24 საათი”, 2006 წლის 8 მარტის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით _ “დონაძის ეპოქა” დასრულდა, “დონაძის ეპოქაМ გრძელდება”. სტატიაში საუბარია, შს სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის გურამ დონაძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რის თაობაზეც ვანო მერაბიშვილმა განცხადება აღნიშნულ ბრიფინგზე გააკეთა.

გაზეთს მოჰყავს მინისტრის სიტყვები, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ ინფორმაციისა და საზოგადოებისთან ურთიერთობის სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი შოთა ხიზანიშვილი ჟურნალისტებთან გაცილებით კარგ ურთიერთობებს დაამყარებს.

– “თუმცა შს სამინისტროსა და მასმედიის უფრო გაადვილებული თანამშრომლობა პრესის წარმომადგენლების იგნორირებით დაიწყო”, _ წერს სტატიის ავტორი.

გაზეთის ინფორმაციით, პრესის წარმომადგენლები – ჟურნალისტები და ფოტორეპორტიორები, ბრიფინგზე არ დაუშვეს. “სამინისტროში ახალი წესებია, გაზეთებს არ ვუშვებთ” – ასეთი მკაცრი პასუხით და ხელის კვრით გამოყარეს “შავ სიაში” შეყვანილი პრესის ჟურნალისტები, რომელთაც, თურმე, სიახლეზე მოსაუბრე შს მინისტრი არ სწყალობთ”, _ აღნიშნავს “24 საათი”.



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east