ისტორია

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია – GRMA, როგორც გამოცდილი არასამთავრობო აქტორი, ერთი მხრივ, გამოხატავს რა ადგილობრივი დამოუკიდებელი მედიის ინტერესებს, მეორე მხრივ, ხელს უწყობს ლოკალურ დონეზე ინფორმირებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ასოციაცია, რამდენიმე სამოქალაქო პლატფორმისა და კამპანიის წევრია. კერძოდ, მედიის ადოკატირების კოალიციის წევრი, კამპანიის – „ეს შენ გეხებას“ აქტიური მონაწილე.

„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ წლების განმავლობაში წევრებისთვის ეფექტური და სასარგებლო სერვისების შეთავაზებით მხარს უჭერს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისაკენ მიმართულ ყველა ღონისძიებას. იგი სხვადასხვა კოალიციური პროექტების ფარგლებში წარმატებით ახორციელებს როგორც საარჩევნო პროცესის, ასევე სხვადასხვა რეფორმებისა და სახელისუფლებლო გადაწყვეტილების მონიტორინგს.

ასოციაციის მთავარი მიზნებია: საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა; მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება და საზოგადოების აქტიური ჩართვა დემოკრატიულ პროცესებში; თავისუფალი და მაღალპროფესიონალური მედიის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში; ბეჭდვითი მედიის წარმომადგენელთა უფლებების დაცვა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების არსებობისა და განვითარებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა; მედიაბიზნესის განვითარების მხარდაჭერა.

რეგიონული მედიის ასოციაციას, რამდენიმეწლიანი არსებობის განმავლობაში უკვე აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები: იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში მედიასაბჭოს შექმნაში, საქართველოს გაზეთების ეროვნულ ასოციაცია “თავისუფალ პრესასთან” ერთად არის ინიციატორი საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების პაკეტისა, რომელიც მედიაბიზნესისთვის 2 წლის განმავლობაში საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებდა.

„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია. რეგისტრირებულია 2003 წლის 28 ივლისს, რეგისტრაციის ნომერი 5/9-774. საიდენტიფიკაციო კოდი 205010101, ორგანიზაციის თავმჯდომარე – ია ბობოხიძე.

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია 27 წევრი მედია ორგანიზაციისგან შედგება, რომლებიც გეოგრაფიულად, პრაქტიკულად სრულად ფარავენ მთელს საქართველოს. მათ შორის არის 20 (ოცი) გაზეთი და 14 (თოთხმეტი) აქტიური ვებპორტალი.

კვირის ფოტო




დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east