ჩვენ

“ასოციაცია” დაფუძნდა 2006 წლის 11 მაისს. მისი მიზანია ქართული ენის მოდელირება, ენობრივი სისტემის ფუნდამენტური კვლევა და კომპიუტერული დამუშავება.

ასოციაციის თაოსნობით მიმდინარეობს ქართული ენის მორფოლიგიურ სპელჩეკერზე მუშაობა. პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ფონდის მესვეურებს.

“საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის”, შემდგომ კი “რუსთაველის ფონდის” მხარდაჭერით შეიქმნა “ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული სისტემა”. იგი შედგება “ქართული ენის გრამატიკის ელექტრონულ ცნობარისა” და “მარტივი წინადადების ანალიზატორისაგან”.

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით შეიქმნა ქართული ენის ელექტრონული ორთოგრაფიული და განმარტებითი ლექსიკონები.

ასოციაციის წევრად მიღება და წევრობიდან გასვლა ხდება წერილობითი განცხადების საფუძველზე. წევრად მისაღებად აუციელებელია ასოციაციის არანაკლებ ორი წევრის წერილობითი რეკომენდაცია. გადაწყვეტილებას წევრად მიღების შესახებ იღებს გამგეობა განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.

კვირის ფოტო




დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east