ჩვენ შესახებ

„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია. რეგისტრირებულია 2003 წლის 28 ივლისს, #5/9-774. ს/კ 205010101
ჩვენ ვაერთიანებთ 34 რეგიონალურ მედიას: 24 საიტი, 8 გაზეთი და 2 რადიო. ჩვენ გვაქვს პირდაპირი კონტაქტი სარეკლამო სამსახურებთან და რეგიონალური მედიის ტოპ მენეჯერებთან.

რას მოიცავს საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის მომსახურება:
• მედია, მარკეტინგული და ციფრული მომსახურების მიღება ერთი ფანჯრის პრინციპით
• ერთი კონტრაქტით მიღებული მრავალფეროვანი სერვისი
• მედიაგანთავსების უზრუნველყოფა მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონული მედიის გზით
• ყველაზე მისაღები ფასი
• პერსონალური მენეჯერი

ჩვენი წევრი გამოცემები და საიტები სრულიად ფარავენ საქართველოს ყველა რეგიონს. ისინი აწარმოებენ ხარისხიან ინფორმაციას და უკვე წლებია, მკითხველთა დიდი ნდობით სარგებლობენ.

საინფორმაციო კამპანია
• დამკვეთის მიერ მომზადებული ნიუსი/ანონსების განთავსება ვებგვერდზე
• დამკვეთის მიერ მომზადებული სტატიისა და პრესრელიზების შიდა გვერდზე განთავსება
• სტატიის მომზადება ფოტო მასალასთან ერთად და გამოქვეყნება ვებგვერდზე
• ვიდეო სიუჟეტის მომზადება და გამოქვეყნება მთავარ გვერდზე
საბანერე მომსახურება საიტებზე
• დამკვეთს შეუძლია ბანერიდან მომხმარებელი გადაამისამართოს თავის ვებ გვერდზე, Youtube – არხზე, Facebook – გვერდზე, სადაც მეტ ინფორმაციას მიიღებს მომხმარებელი ორგანიზაციის სერვისების, პროდუქტების და პროექტების შესახებ.
• ექსკლუზიური შეთავაზებისას თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ცვალოთ, როგორც ბანერები, ისე ლინკები კვირის განმავლობაში.

საბანერე მომსახურების ტარიფები
• ტარიფები განსხვავებულია როგორც შემოთავაზებული ვებპორტალების მიხედვით, ასევე ამ პორტალზე არჩეული ადგილების მიხედვით.
• ტარიფები განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაკვეთის მოცულობის, ხანგრძლივობისა და შინაარსის მიხედვით.